რატომ უნდა აირჩიოთ WebSector?

WebSector

კომპანია WebSector აქტიურად მოღვაწეობს ქართული ინტერნეტ სივრცის განვითარებაზე და სთავაზობს მომხმარებლებს მაღალი ხარისხის სერვისებს.  2014 წლიდან ჩვენი გუნდის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ქართული ინტერნეტ სივრცის განვითარებაზე ზრუნვა, ამიტომაც ყველა წევრი მუდმივად ცდილობს განვითარებას და ახალ-ახალი ტექნოლოგიების შესწავლას, რათა შემდგომში შესთავაზოს კლიენტს თავისი პროფესიონალური მომსახურება.

თვითგანვითარება, მრავალფეროვნება და დიდი გამოცდილება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სწორად და ეფექტურად დავგეგმოთ და შევასრულოთ პროექტი თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.

76 დასრულებული
პროექტი
4 მიმდინარე
პროექტი

რას გთავაზობთ

კომპანია WebSector გთავაზობთ სერვისების ფართო სპექტრს,
აქვე წარმოგიდგენთ მხოლოდ განსაკუთრებულებს

ვებ-გვერდის დიზაინი

თქვენი მოთხოვნების გათვალისწინებით ჩვენი გუნდი დაგიხატავთ მმიმზიდველ და თანამედროვე დიზაინს (UI/UX)

SEO ოპტიმიზაცია

საძიებო სისტემებისთვის ვებ-გვერდის კოდის ოპრიმიზაცია (On Page Seo)

სამართავი პანელი

ახალი თაობის სამართავი პანელი, ფუნქციონალური და თანამედროვე, მარტივი ინტერფეისით.

Responsive

ყველა ზომის მოწყობილებებზე მორგება, მათ შორის: პერსონალური კომპიუტერი, ლეპტოპი, პლანშეტი და მობილური.

Html

css

javascript

Jquery

php

mysql

bootstrap

ws admin

WebSector

ვებ-გვერდის გაქირავება

თუ თქვენი ბიზნესისთვის გსურთ ვებ-გვერდი, მაგრამ არ გაქვთ ამისათვის საკმარისი ბიუჯეტი და ამ დროს არ ფლობთ პროგრამირების უნარებს, მაშინ გთავაზობთ გამოსავალს, კერძოდ ვებ-გვერდების გაქირავების სერვის. ეს მარტივია, თქვენ მხოლოდ უნდა შეარჩიოთ ჩვენი ნიმუშებიდან ერთ-ერთი დიზაინი, დაგვიკავშირდეთ და ჩვენი გუნდის წევრი დაგეხმარებათ ნიმუშის მიბმაში თქვენს მიერ შერჩეულ დომენზე.

ჩვენი ნიმუშები

ხშირად დასმული
კითხვები

ვებ-გვერდის დამზადების ფასი დამოკიდებულია სხვადასხვა კრიტერიუმებზე, კერძოდ: ფუნქციონალი, დიზაინი, სამუშაოს მოცულობა და ა.შ.
ჩვენთან თანხის გადახდა ხდება სამ ეტაპად, პირველი თანხის 20% ავანსის სახით კონტრაქტის დადებისთანავე სამუშაოს დაწყებამზე, შემდგომ დიზაინის შეთანხმების შემდგომ მოხდება 30% გადახდა ვებ-გვერდის აწყობის დასაწყებად, ხოლო ბოლოს, ვებ-გვერდის ჩაბარების შემდგომ მოხდება დარჩენილი 50%-ს გადახდა
ჩვენთან ერთჯერადი თანხის გადახდის შემდეგ, ვებ-გვერდის შენახვისთვის მოგიწევთ ორი ტიპის გადასახადები, პირველი დომენის (იგივე ვებ-გვერდის დასახელების) გადასახადი, რაც შეადგენს 30 ლარს წელიწადში, ხოლო მეორე არის ჰოსტინგის (იგივე სერვერი, სადაც ფიზიკურად განთავსდება თქვენი ვებ-გვერდი) გადასახადი, მისი ფასი სხვადასხვა არის, კერძოდ იწყება 7 ლარიდან თვეში.
ვებ-გვერდის დამზადების ვადებიც არის ინდივიდუალური, დამოკიდებულია სამუშაოს სირთულეზე და მოცულობაზე, აქ უნდა გამოიყოს ორი ეტაპი, პირველი დიზაინისთვის შესათანხმებელი დრო, მეორე კი ამ დიზაინის აწყობისთვის საჭირო დრო.
ვებ-გვერდის აწყობამდე ხდება დიზაინის დახატვა სურათის სახით, მისი საბოლოოდ შეთანხმების შემდგომ ხდება ვებ-გვერდის დამზადება. მას შემდეგ რაც დაიწყება ვებ-გვერდის შექმნის პროცესი შეუძლებელია ცვლილებების შეტანა, ხოლო ცვლილების სურვილის შემთხვევაში, ჯერ უნდა მოხდეს საიტის ჩაბარება და თანხის სრულად გადახდა, შემდეგ კი გამოითვლება ცვლილებების საფასური და ამისთვის საჭირო დრო.
ჩვენ ვიყინებთ WebSector-ის გუნდის მიერ დამზადებულ სამართავ პანელს, რომელიც 2014 წლიდან მოყოლებული იხვეწება და ვითარდება, წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების შედეგად ჩვენ შევიმუშავეთ ახალი თაობის სამართავი პანელი, რომელიც არის თანამედროვე, დახვეწილი, მომხმარებლისთვის მარტივი მოსახმარი და მძლავრი.
მუშაობის დასაწყებად პირველ რიგში არის საჭირო თქვენი ლოგო, ვებ-გვერდის ძირითადი ფერი და ტექნიკური დავალება (თუნდაც შემდეგი სახით: მსურს სლაიდერი, ჩვენ შესახებ ინფორმაცია, ფორტფოლიო, ფოტო გალერეა, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ. )
ვებ-გვერდის ჩაბარების შემდგომ ვრცელდება 1 თვიანი ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი ხარვეზის გასწორებას. ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება არ მოიცავს ვებ-გვერდის გაუმჯობესებას, ფუნქციონალის დამატებას ან ვიზუალურ ცვლილებებს.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ გსურთ ვებ-გვერდი და არ გაქვთ ამისათვის საკმარისი ბიუჯეტი, მაშინ შეგიძლიათ იქირავოთ ვებ-გვერდი, ეს არის მარტივი, ამისათვის თქვენ უნდა შეარჩიოთ ერთ-ერთი ჩვენი შაბლონი (მათი რაოდენობა დროთა განმავლობაში გაიზრდება) და შემდგომ დაგვიკავშირდეთ, ჩვენი გუნდის წარმომადგენელი დაგეხმარებათ ამ შაბლობის მიმაგრებაში თქვენს დომენზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ქვედომენი (მაგალითად: mywebpage.websector.ge) სრულიად უფასოდ, ასევე გთავაზობთ სრულიად უფასოდ ჰოსტინგსაც, თქვენ მხოლოდ შერჩეული შაბლონის თანხას იხდით.
WebSector
WebSector

დაგვისვი კითხვა

თუ გსურთ გაიგოთ მიახლოებითი ბიუჯეტი და ვადები ამისათვის საკმარისია მოგვწეროთ ტექნიკური დავალება (თუნდაც შემდეგი სახით: მსურს სლაიდერი, ჩვენ შესახებ ინფორმაცია, ფორტფოლიო, ფოტო გალერეა და ა.შ. )

თქვენი მოთხოვნა მიღებულია!

ჩვენი გუნდის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ უახლოეს მომავალში.

მადლობა დაინტერესებისათვის